ახალი ამბები

საჩივარი რამდენიმე მედია საშუალების წინააღმდეგ

6 ნოემბერი, 2010 • • 1125
საჩივარი რამდენიმე მედია საშუალების წინააღმდეგ

ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში  გაზეთებს – რეზონანსსა და 24საათს, ახალი ამბების სააგენტო ჯი-ეიჩ-ენს და ინტერნეტ გაზეთ კახეთის საინფორმაციო ცენტრს უჩივის.

4 ნოემბერს „მწვანე ალტერნატივამ“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საჩივრით მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, ეთიკის ქარტიამ გამოიკვლიოს, დაირღვა თუ არა ქარტიის წესდება.
“კონკრეტულად, საქმე ეხება 2 და 3 ნოემბერს სამ მედია საშუალებაში გამოქვეყნებულ იდენტური შინაარსის მქონე სტატიას, სადაც ინფორმაციის წყაროდ მწვანე ალტერნატივა სახელდება-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა.

5 ნოემბერს „მწვანე ალტერნატივამ“ კიდევ ერთი საჩივრით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართა, სადაც ორგანიზაცია  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და ქარტიის წესდების დარღვევის სხვა შემთხვევის გამოკვლევას ითხოვს.
ამ შემთხვევაში, საქმე ეხება გაზეთში რეზონანსის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ კვლავ მწვანე ალტერნატივა სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი