ახალი ამბები

ომბუდსმენი ვაზიანზე

5 ნოემბერი, 2010 •
ომბუდსმენი ვაზიანზე

საქართველოს სახალხო დამცველმა, ვაზიანის სამხედრო 42–ე ბრიგადაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა.

სახალხო დამცველი, მონიტორინგის და პრევენციის ჯგუფის წევრებთან ერთად, ვაზიანის სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა და გაესაუბრა, როგორც ინციდენტში მონაწილე ჯარისკაცებს, ასევე სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას.

„ჯარისკაცების გადმოცემით, ინციდენტი თავად ჯარისკაცებს შორის მოხდა და ამის მიზეზი ერთი ერთეული დაკარგული ცეცხლსასროლი იარაღი (ავტომატი)“ გახდა,–ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის ოფისმა გაავრცელა.

ინციდენტის შედეგად, რამდენიმე ჯარისკაცს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები აღენიშნებოდა, ერთ–ერთ ჯარისკაცს აღენიშნებოდა თვითდაზიანება. მან განაცხადა, რომ პირადად გადაისერა ხელი. დაზიანების მქონე ჯარისკაცები, სხვა ჯარისკაცებთან ერთად,  ჩვეულებრივ სამხედრო ფორმაში იმყოფებოდნენ.

სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ სახალხო დამცველს განუცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელსაც  სამხედრო პოლიცია აწარმოებს.

განცხადებაში აღნიშნულია,რომ სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს გამოძიების მსვლელობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი