ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მდგომარეობა შედარებით სტაბილურია – ერევანი

14 აპრილი, 2025 •
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მდგომარეობა შედარებით სტაბილურია – ერევანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეათანხმეს “სამშვიდობო შეთანხმების” პროექტი, თუმცა შეთანხმებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ იმის მიუხედავად, რომ ერევანმა, და კონკრეტულად ნიკოლ ფაშინიანმა, მზაობის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა. ამასთან, სამშვიდობო პროცესის პარალელურად სასაზღვრო ინციდენტები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახშირდა – ყველა ასეთ ბრალდებას ბაქო უყენებს ერევანს.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის შენობაში სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არმან სარგსიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე მდგომარეობა შედარებით სტაბილურია․ ხანდახან, როდესაც მოწინააღმდეგის მხრიდან ხდება გასროლა, ეს არამიზნობრივი გასროლებია. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათია“, – აღნიშნა სარგსიანმა.

მან ასევე დაამატა, რომ ამ ეტაპზე საზღვარზე აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება, თუმცა, თუ მსგავსი პრობლემა წარმოიშვება, თავდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების და ორგანიზაციულ ღონისძიებებს გაატარებს.

„პრიორიტეტული ამოცანაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, და მინდა გავიმეორო, რომ ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ჩვენ დაუყოვნებლივ მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი