ახალი ამბები

“სამხრეთ კავკასია პოლიტიკაში ქალთა მეტი ჩართულობისთვის მზადაა“

5 ნოემბერი, 2010 • • 1063
“სამხრეთ კავკასია პოლიტიკაში ქალთა მეტი ჩართულობისთვის მზადაა“

გამოკითხვა, სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის და ქალთა უფლებების დაცვის ცოდნის დონის დასადგენად, ქეა საერთაშორისომ ჩაატარა.

რესპოდენტების 63% ფიქრობს, რომ მათ ქვეყნებში, პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით, გენდერული უთანასწორობა არსებობს. რესპოდენტების 67% პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდის მიზნით, კანონების შემოღების მომხრეა. ხოლო 26% მზად არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ქალის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი.

როგორც ქეა საერთაშორისო წერს, კვლევამ აჩვენა, რომ სამხრეთ კავკასიაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობის მიუხედავად,  მსგავს შემთვევაში, გამოკითხულთა 15% მიმართავდა პოლიციას. რესპოდენტების 75% ფიქრობს, რომ ქალთა უფლებების დასაცავად, მეტი კანონებია საჭირო.

24 თემში 394 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხულოთა შორის სხვადასხვა ასაკის ქალები და მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას.

გამოკითხვა ჩატარდა რეგიონის ქალაქებში, სოფლებსა და დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილებში.

გამოკითხვა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის მიღების 10 წლისთავთაბ დაკავშირებით ჩატარდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი