ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას არ ჩქარობს

10 აპრილი, 2025 •
სომხეთი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას არ ჩქარობს

“არმენპრესის” ცნობით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი, აკოპ არშაკიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, პია კაუმას შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები დასრულებულია, აზერბაიჯანი დამატებით წინასწარ პირობებს აყენებს — მათ შორისაა ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის გაუქმება და შეწყვეტა. ასევე, ხელმოწერის გაჭიანურების ხელოვნური მიზეზების ძიება.

13 მარტის ინფორმაციით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეათანხმეს “სამშვიდობო შეთანხმების” პროექტი, თუმცა შეთანხმებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ იმის მიუხედავად, რომ ერევანმა და კონკრეტულად ნიკოლ ფაშინიანმა, მზაობის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა. ამასთან, სამშვიდობო პროცესის პარალელურად სასაზღვრო ინციდენტები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახშირდა – ყველა ასეთ ბრალდებას ბაქო უყენებს ერევანს.

ასევე, აკოპ არშაკიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მსგავსი ქმედებები კითხვებს აჩენს, რამდენად გააჩნია აზერბაიჯანს პოლიტიკური ნება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პროცესის დასრულებისთვის.

ალიევი ამბობს, რომ ძირითადად სომხეთზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება სიტუაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი