ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთი მზადაა დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს უთანხმოების დაძლევაში”

9 აპრილი, 2025 •
“რუსეთი მზადაა დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს უთანხმოების დაძლევაში”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი თვალს ადევნებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას და მოუწოდებს მხარეებს თავშეკავებისკენ და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ․

„არმენპრესის“ კორესპონდენტის ინფორმაციით მოსკოვიდან, ამის შესახებ ზახაროვამ განაცხადა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე და ხაზი გაუსვა, რომ ბაქოსა და ერევანს კვლავ მიმართავს მოწოდებით, გამოიჩინონ თავშეკავება, გადადგან ნაბიჯები დეესკალაციის მიმართულებით და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ვითარების გამწვავება.

„ყველა არსებული პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა და ძალისხმევა მოვახმაროთ პარტნიორებს, რათა დავეხმაროთ მათ დაძლიონ უთანხმოებები და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. ასევე ვიმუშავებთ სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვის, საზღვრების დელიმიტაციისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით, რაც ეფუძნება რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მიღწეულ სამმხრივ შეთანხმებებს“, – ამბობს ზახაროვა.

13 მარტის ინფორმაციით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეათანხმეს “სამშვიდობო შეთანხმების” პროექტი, თუმცა შეთანხმებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ იმის მიუხედავად, რომ ერევანმა და კონკრეტულად ნიკოლ ფაშინიანმა მზაობის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა. ამასთან, სამშვიდობო პროცესის პარალელურად სასაზღვრო ინციდენტები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახშირდა – ყველა ასეთ ბრალდებას ბაქო უყენებს ერევანს.

ალიევი ამბობს, რომ ძირითადად სომხეთზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება სიტუაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი