ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი პროფესიულ სასწავლებელს ესტუმრა

5 ნოემბერი, 2010 • • 991
მიხეილ სააკაშვილი პროფესიულ სასწავლებელს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროფესიული სწავლების ცენტრში –”სპექტრი” მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და შემდუღებლის ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტი ასევე გაეცნო სხვადასხვა პროფესიებში მიმდინარე სასწავლო პროგრამებს. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ახალი სასწავლო კურსის შემოღება პრეზიდენტის ინიციატივა იყო.

ახალი სასწავლო კურსის კლას-კაბინეტები აღჭურვილია CATERPILLAR(CAT) -ის  უახლესი სიმულატორებით და LINCOLN ELECTRIC-ის თანამედროვე შედუღების აპარატებითა და ხელსაწყოებით. ტექნიკა  USAID-მა პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში შეიძინა.

”სპექტრში” შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება: ფართო პროფილის მშენებელი; გზის მშენებელი; დურგალი; კალატოზი; მებათქაშე; სანიტარულ–ტექნიკური მომსახურეობა; ამზომველ–გეოდეზისტი;  მხაზველ–ამზომველი; განათებისა და ძალური ქსელების ელექტრო–მემონტაჟე;  მაცივრებისა და კონდიციონერების ოსტატი; ავტომექანიკოსი–ზეინკალი; ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს–ოპერატორი; ბუღალტერ–მოანგარიშე; მდივან–რეფერენტი; მობილური ტელეფონების შემკეთებელი; პერსონალური კომპიუტერის მომსახურე და შემკეთებელი მექანიკოსი და სხვ.

სასწავლებელი თანამშრომლობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ბიზნესმენებთან, სამშენებლო კომპანიებთან, მეწარმეებთან და სხვა საქმიან წრეებთან.

”სპექტრის” პარტნიორები და პოტენციური დამსაქმებლები არიან: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კომპანია ”აპეკ სერვისი”, საგზაო კომპანია ”თბილისი” და  ”კასპერ-ჯორჯია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი