ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი ისევ ადანაშაულებს სომხეთს ცეცხლის გახსნაში

7 აპრილი, 2025 •
აზერბაიჯანი ისევ ადანაშაულებს სომხეთს ცეცხლის გახსნაში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 აპრილის საღამოდან 7 აპრილის დილის 4:30 საათამდე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრის მონაკვეთებზე. ამავე ინფორმაციით, სომხური მხარე იყენებდა მცირე და მსხვილკალიბრიან იარაღს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ბრალდებები და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. სომხური მხარე აცხადებს, რომ მზადაა გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მოუწოდებს აზერბაიჯანს, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

სამშვიდობო პროცესის პარალელურად მსგავსი ინციდენტები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახშირდა – ყველა ასეთ ბრალდებას ბაქო უყენებს ერევანს. 

13 მარტის ინფორმაციით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეათანხმეს “სამშვიდობო შეთანხმების” პროექტი, თუმცა შეთანხმებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ.​

მასალების გადაბეჭდვის წესი