ახალი ამბები

საშიშია თუ არა ღამე საქართველოში

5 ნოემბერი, 2010 •
საშიშია თუ არა ღამე საქართველოში

Gallup– ორგანიზაცია, რომელიც ადამიანური რესურსების და  სტატისტიკურ კვლევებს აწარმოებს მსოფლიო მასშტაბით, ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიზანი იყო გაერკვიათ, რომელ ქვეყანაში გრძნობს მოსახლეობა თავს დაცულად.

გამოიკითხა 105 ქვეყნის მოსახლეობა, საქართველო კი, რეიტინგის მიხედვით, მეცამეტე აღმოჩნდა.

გრძნობთ თუ არა თავს დაცულად, როდესაც თქვენს ქალაქში, მის მახლობლად, ღამით მარტო დადიხართ –ეს კითხვაა, რომელიც გამოკითულებს სხვადასხვა ქვეყანაში დაუსვეს. 

მონაცემებში მითითებულია პასუხები სქესის მიხედვით. საქართველოში გამოკითხულ მამაკაცთა 80%–მა თქვა, რომ დიახ, თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ხოლო ქალმა –ერთი პროცენტით ნაკლებმა, 79%–მა.

105 ქვეყანას შორის, რეიტინგში პირველ ადგილზე სინგაპურია, ხოლო ბოლო ადგილზე კი– სამხრეთ აფრიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი