ახალი ამბები

კომიტეტის სხდომა “საექიმო საქმიანობის შესახებ”

4 ნოემბერი, 2010 •
კომიტეტის სხდომა “საექიმო საქმიანობის შესახებ”

 დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივის თანახმად, ცვლილებები შედის რამდენიმე კანონში.

კერძოდ, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, “საექიმო საქმინობის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, სამედიცინო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებულია, არ  შევიდეს ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებაში, პაციენტისთვის პრეპარატის დანიშვნისას, არ უნდა იმოქმედოს ანგარებით.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით,  ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს უფლება არ ექნება, გამოიყენოს სადაზღვევო კომპანიის ან რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის დანიშნულება.

რაც შეეხება ცვლილებებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“, დარღვევების შემთხვევაში, კანონის 38–ე მუხლის თანახმად, ექიმების პროფესიულ  ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი