ახალი ამბები

გადასახადების ზრდა, რეფერენდუმის გზით

9 ნოემბერი, 2010 • • 937
გადასახადების ზრდა, რეფერენდუმის გზით

დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კონსტიტუციური კანონპროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ“.

პროექტის თანახმად, საერთო–სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა, გარდა აქციზის და საერთო–სახელმწიფოებრივი გადასახადების ზედა ზღვრისა, შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

რეფერენდუმის დანიშვნის უფლება კი მხოლოდ საქართველოს მთავრობას ექნება.

აღნიშნული პროექტის თანახმად, როგორც პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი წერს, კანონი ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბერში. მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული ქვეყნის პრეზიდენტი ფიცს დადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი