სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს ცნობით, “სამხრეთ ოსეთში 2025 წლის 22 მარტიდან ძალაში შედის ახალი კანონები, რომლებიც რუსეთის პროცესუალური კანონმდებლობის გამოყენებას ეხება”.
„ეს არის კანონები: „რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედების შესახებ სამხრეთ ოსეთში“, „რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედების შესახებ სამხრეთ ოსეთში“ და „რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული სასამართლოს წარმოების კოდექსის მოქმედების შესახებ სამხრეთ ოსეთში“, რომლებიც რესპუბლიკის პარლამენტმა 2024 წლის 6 დეკემბერს მიიღო“, — განაცხადეს პრესსამსახურში.
სააგენტო რეს-ის ცნობით, აღნიშნული თარიღიდან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკვე რუსეთის პროცესუალური კანონმდებლობა იმოქმედებს.
ადრე მიღებული დე ფაქტო პარლამენტის დადგენილებები კი, რომლებიც რუსეთის პროცესუალური კოდექსების გამოყენებას ეხებოდა, ძალას დაკარგავს.