ახალი ამბები

სიის გაცხრილვის შემდეგ, უნგრეთმა არ დაადო ვეტო EU-ის სანქციების გაგრძელებას

14 მარტი, 2025 •
სიის გაცხრილვის შემდეგ, უნგრეთმა არ დაადო ვეტო EU-ის სანქციების გაგრძელებას

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების მიმართ დაწესებული სანქციების 6 თვით გაგრძელებაზე.

უნგრეთმა არ გამოიყენა ვეტო მას შემდეგ, რაც რამდენიმე სახელი ამოიღეს სიიდან.

Euractiv-ის ინფორმაციით, უნგრეთი თავდაპირველად ცდილობდა სანქცირებულთა სიიდან 8 პირის ამოღებას. კომპრომისის შედეგად, სიიდან ამოიღეს ოთხი ადამიანი: რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაელ დეტიაროვი, მილიარდერი მოშე კანტორი, გულბაჰორ ისმაილოვა (ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის და) და ვლადიმერ რაშევსკი. ამასთან, ეს უკანასკნელი სიიდან ამოიღეს, რადგან იურიდიულად „სუსტ საქმედ“ იქნა მიჩნეული და არა უნგრეთის ზეწოლით.

მიხეილ ფრიდმანი, რომლისთვისაც შეზღუდვების მოხსნა ბუდაპეშტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, სანქცირებულთა სიაში რჩება.

ამჟამად ევროკავშირის შავ სიაში 2400-ზე მეტი ფიზიკური ერთეულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი