NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ლონდონის სამიტის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან სამი ძირითადი გზავნილი გააჟღერა

  1. მხარდაჭერა უკრაინას დღეს. ყველა ევროპელმა უფრო მეტი უნდა გაიღოს ამისთვის;
  2. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაზე შეთანხმება და ეს [მოლაპარაკებები] უნდა გაგრძელდეს. ევროპა ნამდვილად წინ მიიწევს ამ მიმართულებით;
  3. NATO-ს ძლიერების შესანარჩუნებლად ევროპა გაზრდის თავდაცვის ხარჯებს.

სამიტის დაწყებამდე განცხადება გააკეთა მასპინძელმა, კირ სტარმერმაც. კონკრეტულად, მან თქვა, რომ ევროპის ქვეყნები იმუშავებენ უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე, შემდეგ კი მას აშშ-სთან განიხილავენ. სტარმერის თქმით, ამაზე უკვე შეთანხმდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან. თუმცა, ვარაუდობს, რომ პროცესში შესაძლოა კიდევ ერთი ან ორი ქვეყანა ჩაერთოს.

დღეს, 2 მარტს, უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ სამიტი გაიმართება. ღონისძიებაში კანადისა და ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელი პირები იღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებას ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მასპინძლობს. სწორედ სტარმერს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში მისი და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

კამათის შემდეგ, ზელენსკიმ თეთრის სახლის დაგეგმილზე ადრე დატოვა, ტრამპმა კი განაცხადა, რომ ზელენსკი მშვიდობის მისაღწევად მზად არ არის. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სრულად შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

ამავე თემაზე: