ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთმა ისტორიის ახალი გვერდი გადაშალა, აირჩია დემოკრატიის გზა”- ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე

26 თებერვალი, 2025 •
“სომხეთმა ისტორიის ახალი გვერდი გადაშალა, აირჩია დემოკრატიის გზა”- ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე

„ჩვენ ვცდილობთ, რეგიონულ ქვეყნებთან და ძალის ცენტრებთან დაბალანსებული პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომლის საფუძველიც უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროების დივერსიფიკაციაა. ჩვენ სხვადასხვა სფეროში ვაფართოებთ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთანაც“, – განაცხადა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა სომხეთის პარლამენტში გამართული ევროკავშირსა და სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის სხდომის დროს. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

მისი თქმით, სომხეთმა თავისი ისტორიის ახალი გვერდი გადაშალა და აირჩია დემოკრატიული განვითარების გზა, “რადგან ევროპული ცივილიზაციის ღირებულებების მატარებელია და მტკიცედ განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებასა და საკუთარი ძალებით ქვეყნის დაცვასა და გაძლიერებას”.

„ჩვენ სრულად  უნდა  გავცნობიეროთ, რომ ეს რთული და საფრთხეებით აღსავსე გზაა. მსოფლიოში არსებული ვითარება და სწრაფად ცვალებადი რეალობა გვაიძულებს, ვიყოთ შორსმჭვრეტელები და მივიღოთ სწორად გააზრებული გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რამდენად რთული შეიძლება იყოს ისინი“, – განაცხადა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი