ახალი ამბებიკინო

ქვედაბოლოს დღე

3 ნოემბერი, 2010 • • 1057
ქვედაბოლოს დღე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში დღეს  რეჟისორ ჟან-პოლ ლილიენფელდის ფილმის – ”ქვედაბოლოს დღე” – ჩვენება გაიმართება.

ფილმი 2008 წელს არის გადაღებული და სონია ბერჟერაკის ცხოვრებას ასახავს. სონია ბერჟერაკი ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელია, მისთვის უცხო გარემოში ასწავლის და მოსწავლეების დაცინვას განიცდის. დირექცია უმოქმედობას არჩევს. ერთ-ერთ გაკვეთილზე  სონია მოსწავლეს იარაღს უპოვნის, რამდენიმე წუთში კი მასწავლებელი მოსწავლეებს მძევლად აიყვანს…   

კინოჩვენება  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში გაიმართება. კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია, მსურველებმა ონლაინ რეგისტრაცია (mchkonia@nplg.gov.ge) უნდა გაიარონ. 

კინოჩვენება 17:00 საათზე დაიწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი