ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში BBC-მ ხელისუფლების მოთხოვნით ოფისი დახურა

21 თებერვალი, 2025 •
აზერბაიჯანში BBC-მ ხელისუფლების მოთხოვნით ოფისი დახურა

საერთაშორისო ტელერადიომაუწყებლობის კორპორაცია BBC -მ აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად ბაქოში ოფისი  დახურა.  BBC-ს აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი კორესპონდენტის შენარჩუნების უფლება მისცეს.

როგორც BBC -მ განაცხადა, ეს “სამწუხარო” და “იძულებითი გადაწყვეტილება”, რომელიც პრესის თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეპირი მოთხოვნის შემდეგ მიიღეს.

BBC-ს აზერბაიჯანული სამსახური ქვეყანაში 1994 წლის შემდეგ მუშაობს.

2023 წელს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის სამართლებრივი დევნის ახალი ტალღა და რეპრესიები დაიწყო.

აზერბაიჯანში ჟურნალისტებზე რეპრესიები გაძლიერდა – “რეპორტიორები საზღვრების გარეშე”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი