ახალი ამბები

ტვ პირველის ოპერატორი სავარაუდოდ პოლიციელებმა გაიტაცეს

19 თებერვალი, 2025 •
ტვ პირველის ოპერატორი სავარაუდოდ პოლიციელებმა გაიტაცეს

პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა დღეს თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე წერს, ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, პოლიცილებმა გაიტაცეს.

“ტვ პირველის იურისტი ცდილობს დაადგინოს მომხდარის გარემოებები. ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. – შს სამინსიტრო კავშირზე არ გამოდის. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი”, – აცხადებს მელაძე.

ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი