საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეაში გაერთიანებული ჯგუფები მედიის უფლებების დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ, რომ მკაფიო შეფასება მისცენ საქართველოში დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის მიმართ მიზანმიმართულ დევნას.
ერთობლივი განცხადება საზოგადოებრივი ასამბლეის წარმომადგნლებმა დღეს, 15 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ წაიკითხეს.
„ჩვენ მოგიწოდებთ მედიის უფლებების დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, მისცეთ მკაფიო შეფასება საქართველოში დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის მიმართ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული კანონდარღვევას და მიზანმიმართულ დევნას. გთხოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებულიყო ყველა ლეგიტიმური საშუალება პოლიტიკური მოტივით დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისა და აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმეების გამოძიების მიზნით და ამ გზით გამოხატოთ სოლიდარობა კოლეგების მიმართ“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ასამბლების წარმომადგენლება.
„დღეს საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია. დე ფაქტო ხელისუფლება რეპრესიული კანონების მიღებითა და ზღვარგადასული ძალის გამოყენებით მიზანმიმართულად ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და მასობრივი პროტესტი, რომელიც გამოიწვია რეჟიმის მიერ ქვეყნის ევროპული გეზიდან გადახვევამ.
სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის, სასამართლო ქცეულია პოლიტიკური დაკვეთის ინსტრუმენტად. დღეს საქართველოში ორი ჟურნალისტია პოლიტიკური მოტივით დაკავებული. მათ დაკავებისთანვე პროტესტი უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 30 დღეზე მეტია შიმშილობს, ხოლო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვი – 150- დღეზე მეტია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ჟურნალისტები დაზარალადნენ და არცერთი საქმე არ არის გამოძიებული…
თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ რეპრესიების სხვადასხვა ფორმა გამოიყენება, მაგალითად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედების შედეგად სამ მედია საშუალებას მოუწია საქმიანობის შეწყვეტა. ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლობის „მოამბის“ წამყვანს, ვასილ ივანოვ ჩიქოვანს შეჩერებული აქვს დროებით საქმიანობა.
ჩვენ მოგიწოდებთ მედიის უფლებების დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, მისცეთ მკაფიო შეფასება საქართველოში დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის მიმართ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული კანონდარღვევას და მიზანმიმართულ დევნას. გთხოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებულიყო ყველა ლეგიტიმური საშუალება პოლიტიკური მოტივით დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისა და აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმეების გამოძიების მიზნით და ამ გზით გამოხატოთ სოლიდარობა კოლეგების მიმართ“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ასამბლების წარმომადგენლება.