საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს ცნობით, საფრანგეთმა უკრაინას მიაწოდა პირველი „მირაჟი 2000“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლის გადაცემაც 2024 წელს დაანონსდა.

„პირველი თვითმფრინავები უკვე ჩავიდა უკრაინაში“, — დაწერა ლეკორნუმ X-ზე, თუმცა თვითმფრინავების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

მინისტრის ცნობით, საფრანგეთი დაეხმარა უკრაინას პილოტების გადამზადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2024 წლის 6 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინას „მირაჟი 2000“ ტიპის თვითმფრინავებს მიაწვდიდა.

საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის ქვედა პალატის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, საფრანგეთის საჰაერო ძალების კუთვნილი 26 „მირაჟი 2000“ ტიპის თვითმფრინავიდან უკრაინას 6 გადაეცემოდა.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ არც უარყო და არც დაადასტურა ეს რიცხვი.

გასული წლის აგვისტოში მიიღო უკრაინამ ამერიკული წარმოების F-16 გამანადგურებლების პირველი პარტია.