ახალი ამბები

ხალხმრავლობა “თბილისის წყლის” ოფისებში

1 ნოემბერი, 2010 • • 1030
ხალხმრავლობა “თბილისის წყლის” ოფისებში

რამდენიმე დღეა, რაც თბილისის წყლის ოფისებში ხალხმრავლობაა. დავალიანების მქონე აბონენტები თბილისის წყლის ოფისებში კონსულტაციისთვის, გადანაწილების სურვილისთვის და სხვა პრობლემების გამო მიდიან.

13 ოქტომბერს ძალაში შევიდა ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც, გაერთიანდება წყლის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი. თუ მოქალაქე სამიდან ერთს მაინც არ გადაიხდის, მას ელექტროენერგიის მომარაგება შეუწყდება, იმ შემთვევაშიც, თუ მას ელექტროენერგიის თვის საფასური გადახდილი აქვს.

თუ როდის დაიწყებს ახალი კანონი რეალურად ამოქმედებას, ჯერ არ არის ცნობილი. გურამ ჩალაგაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროში მოახერხებს ურთიერთთანამშრომლობის დარეგულირებას სამი კომპანია.

ნეტგაზეთმა თბილისის წყლის ოფისებში მყოფი აბონენტები გამოკითხა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი