ახალი ამბები

მზადყოფნა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებისთვის

1 ნოემბერი, 2010 •
მზადყოფნა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებისთვის

ოპოზიური პარტიების ის ნაწილი, რომლმაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმუშავა, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.

8 ოპოზიური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს სთავაზობს, “უმოკლეს დროში” შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები  მოლაპარაკებების ფორმატზე.

ეროვნული ფორუმი, ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკური პარტია, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, ხალხის პარტია და საქართველოს გზა – ის რვა პარტია, რომლებიც ხელს აწერენ განცხადებას, მოლაპარაკებების მზადყოფნის თაობაზე.

რამდენიმე დღის წინ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მზად არის, ჩაერთოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვაში და საპარლამენტო ფორმატში დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა,” წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე”.

4 ოქტომბერს რვა პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსის ის ცვლილებები წარადგინა, რომლებზეც მათ ერთობლივად მიმდინარე წლის ზაფხულში იმუშავეს.

პარტიებმა ცვლილებების პრეზენტაციის დღეს და ახლაც, განაცხადეს,რომ აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვნად მიაჩნიად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა.

ამავე თემაზე:

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტი ოპოზიციისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი