ნეტგაზეთი | დღეიდან ავტობუსის 35 ხაზი გაუქმდა დღეიდან ავტობუსის 35 ხაზი გაუქმდა – Netgazeti
RU | GE  

დღეიდან ავტობუსის 35 ხაზი გაუქმდა

დღეიდან თბილისში მოძრავი ავტობუსის 125 ხაზიდან 35 გაუქმდა. პარალელურად სამარშუტო ტაქსების ხაზების რაოდენობა 22–ით გაიზარდა.

ამ დროისთვის თბილისში ავტობუსის მხოლოდ 92 ხაზი დარჩა. ავტობუსების 35 ხაზის გაუქმების პარალელურად, თბილისში მოქმედი სამარშუტო ტაქსების ხაზების რაოდენობა გაიზრდება. 

თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძე ამბობს, რომ ის მძღოლები, რომლებიც ამჟამად ამ სფეროში არიან დასაქმებული, სამსახურს არ დაკარგავენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი