ახალი ამბები

ინგლისური ენის მასწავლებლების მეშვიდე ნაკადი ჩამოვიდა

1 ნოემბერი, 2010 •
ინგლისური ენის მასწავლებლების მეშვიდე ნაკადი ჩამოვიდა

სამცხე–ჯავახეთის რეგიონისთვის ინგლისური ენის მასწავლებლები საქართველოში ჩამოვიდნენ. ეს არის უცხოელების მეშვიდე ნაკადი, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის სკოლაში სასწავლებლად ჩამოვიდა.

პროგრამის ფარგლებში, ინგლისურენოვანი მასწავლებლები უკვე ასწავლიან აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რუსთავისა და თბილისის საჯარო სკოლებში.

ისინი ადგილობრივ მოხალისე ოჯახებში უფასოდ ცხოვრობენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი ინგლისურენოვანი მასწავლებლები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს კეთილი ნების ელჩები გახდებიან, აცხადებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი