ახალი ამბები

ჯონდი ბაღათურია სამთავრობო საათის მოწვევას ითხოვს

30 ოქტომბერი, 2010 •
ჯონდი ბაღათურია სამთავრობო საათის მოწვევას ითხოვს

ჯონდი ბაღათურია, დევნილთა პრობლემების განხილვის მიზნით, სამთავრობო საათის მოწვევას ითხოვს.

ჯონდი ბაღათურიამ მთავრობის მიერ დევნილების მიმართ გატარებული პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში თბილისში ჩასახლებულმა დევნილებმა შეძლებისდაგვარად მოაწყვეს საკუთარი მეურნეობა, ბიზნესი, ზოგიერთი კი  გარევაჭრობით  არჩენდა ოჯახს. ბაღათურიას აზრით, ასეთი დევნილებისთვის თავშესაფრები თბილისში უნდა მოეწყოს.

ბაღათურია   სამთავრობო საათზე  ფინანსთა მინისტრის მოწვევასაც ითხოვს.

დეპუტატის აზრით, საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მხრიდან შევიწროებას განიცდის წვრილი, მცირე და საშუალო ბიზნესი. ჯონდი ბაღათურიამ რამდენიმე დღის წინ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტრაბანდის გადმოტანის ბრალდებით დაკავების ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაკავებულ ქალბატონებს იმდენად მცირე რაოდენობის განუბაჟებელი საქონელი ჩამოერთვა, რომ   მათი დაკავება  სახელმწიფოს ღირსების შემლახავია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი