მალაიზიაში ორი ქართველი ქალის დაკავების შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს 27 ოქტომბერს ნეტგაზეთმა შეატყობინა. ამ დროისთვის ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებულები ორი დღის დაკავებული იყვნენ.
აღნიშნულ დღეს, ისევე როგორც გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას დაკავებული ქალების შესახებ არ ფლობდა. ბელა გორუმაშვილმა, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგნელმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ სამინისტრო მათი ვინაობის დადგენაზე მუშაობდა.
დღეს მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გააკეთა, სადაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი ვინაობის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ორშაბათს გაავრცელებს.
ამ დროისთვის, სამინისტროს ცნობით, საკონსულო დეპარტამენტი მუშაობს მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალების ვინაობის დადგენაზე.
სამშაბათს, 26 ოქტომბერს, რამდენიმე უცხორმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ. 26 და 37 წლის ქართველი ქალები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას დააკავეს, ერთი აეროპორტში, მეორე კი სასტუმროს ოთახში.
მედიის ინფორმაციით, ისინი ორშაბათს, 25 ოქტომბერს, დააპატიმრეს და მათ სურათის ჩარჩოებში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.
მალაიზიაში ნარკოტიკებით ვაჭრობა სიკვდილით ისჯება.