რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს აწარმოოს სუვერენული პოლიტიკა და “არ იყოს პაიკი დასავლეთის ხელში”.
მის შესახებ მან რუსულ მედია TACC-თან აღნიშნა.
მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოს უბიძგებს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ.
„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, საქართველო ცრუ დილემის წინაშე დააყენონ: ჩვენთან ან ჩვენ წინააღმდეგ. ამის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დააკმაყოფილებს და არ სურს იყოს პაიკი დასავლეთის ხელში. დასავლეთი საქართველოს უბიძგებს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებისკენ.
მე ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი ესმის და ამის წინააღმდეგ წავა“, – აღნიშნა ლავროვმა.