ახალი ამბები

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ამერიკულ დიპლომებს გასცემს

29 ოქტომბერი, 2010 • • 996
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ამერიკულ დიპლომებს გასცემს

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით გაიხსნება, წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების ფილილალი იქნება და ამერიკულ დიპლომებს გასცემს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და აშშ-ის პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “კარნეგი მელონის” უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავჯმდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის უმაღლესი განათლება პრიორიტეტია. მისივე თქმით, პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს საკანონმდებლო კუთხით უნივერსიტეტის ასამოქმედებლად.

ამერიკელი პროფესორები, როგორც თავად ამბობენ, მზად არიან დაეხმარონ ქართულ მხარეს და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ამერიკული დონის უმაღლესი სასწავლებლის შესაქმნელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი