ახალი ამბები

გაათავისუფლეს ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელმაც „ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკა

27 დეკემბერი, 2024 •
გაათავისუფლეს ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელმაც „ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკა

მიხეილ ბუცხრიკიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის თავად აცხადებს.

გუშინ, 26 დეკემბერს ბუცხრიკიძემ გააკრიტიკა „ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ძალადობა მომიტინგეებზე.

„დღევანდელი დღე გუშინდელი დღის გამოძახილი გახდა, გამათავისუფლეს თანამდებობიდან. ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე. ჩემი განათლებით, პროფესიონალიზმით და რაც მთავარია, სუფთა ხელებით. თანამდებობა და ხელფასი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და არც ყოფილა, მთავარია საკუთარი ქვეყნის უანგაროდ სიყვარული.პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს. ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავე საჯარო სამსახურში, მადლობას გიხდით ყველა იმ დღისათვის, როდესაც ჩვენ ერთად, ერთ გუნდად, პატივისცემითა და ერთმანეთის დაფასებით პირნათლად ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობას“, — წერს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი