ევროპული საბჭო, დღევანდელი, 19 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ, დასკვნით დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს შესახებაცაა საუბარი.
ნეტგაზეთი გთავაზობთ საქართველოს შესახებ დასკვნის ნაწილის ქართულ თარგმანს:
“ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. ისინი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ის მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.
ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის დღევანდელ კურსს.