ახალი ამბები

მოსწავლეები სკოლებში ცდებსა და კვლევებს ჩაატარებენ

28 ოქტომბერი, 2010 • • 1020
მოსწავლეები სკოლებში ცდებსა და კვლევებს ჩაატარებენ

პროგრამა “აინშტაინის” ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, საბუნებისმეტყველო საგნებში კვლევები და ცდები ჩაატარონ. პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო და საჯარო სკოლების სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვას გულისხმობს. #157-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები ლაბორატორიით სარგებლობას დღეიდან შეძლებენ. სასწავლო ლაბორატორიები მათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს გადასცა. ლაბორატორიები 3 სრული – ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის– კომპლექტისგან შედგება. თითოეულში კი, თემატიკის შესაბამისად, 18 ქვეკომპლექტია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე წერია, რომ მსგავსი ლაბორატორიებით 2010-2011 სასწავლო წლისათვის ყველა საჯარო სკოლა აღიჭურვება. სასწავლო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლების მიზნით ხდება. 2010-2011 სასწავლო წლისათვის ასევე ყველა სკოლა შეძლებს, ვირტუალური ლაბორატორიებით ისარგებლოს. პროგრამა “აინშტაინი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი