ახალი ამბები

პარლამენტი დღეს”თავისუფლების ქარტიას” განიხილავს

28 ოქტომბერი, 2010 •
პარლამენტი დღეს”თავისუფლების ქარტიას” განიხილავს

დღეს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით  „თავისუფლების ქარტიის“ კანონპროექტს განიხილავს, რომლის ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თორთლაძეა.

საპარლამენტო კომიტეტებმა გუშინ განიხილეს აღნიშნული კანონპროექტი და მხარიც დაუჭირეს. საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა „თავისუფალი ქარტიის“ კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. გუშინ გაერთიანებულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი