ახალი ამბები

რა უთხრა სენატორმა შაჰინმა მომავალ სახელმწიფო მდივანს საქართველოზე

11 დეკემბერი, 2024 •
რა უთხრა სენატორმა შაჰინმა მომავალ სახელმწიფო მდივანს საქართველოზე

აშშ-ის დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი სენატორ მარკო რუბიოსთან განხილული საკითხების შესახებ წერს, რომელთა შორის არის აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით.

მარკო რუბიო აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანია.

„დღევანდელმა შეხვედრამ სენატორ რუბიოსთან ღირებული შესაძლებლობა მომცა, რომ განგვეხილა ზოგიერთი გლობალური გამოწვევა, რაც ჩვენი ერის წინაშე დგას, მათ შორის, წინააღმდეგობის გაწევა იმ ეკონომიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან, რასაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გვიყენებს; ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელება უკრაინის მიმართ რუსეთის უმიზეზო შეჭრის წინააღმდეგ; რეაგირება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე, რომელთაგან უკანასკნელი მოჰყვა სირიის დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობას. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების არსებული პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა, შეერთებული შტატების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ოკეანის გადაღმა და იმის შესახებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამყარდეს ჩვენი პოზიციები მსოფლიოს გარშემო კვალიფიციური დიპლომატების მიერ. მე და სენატორი რუბიო წლებია, ერთად ვმუშაობთ, როგორც სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები. მოუთმენლად ველი ამ საკითხების კიდევ ერთხელ განხილვას მის მოსმენაზე“, — წერს სენატორი ჯინ შაჰინი.

ასევე წაიკითხეთ:

ბლინკენი: აშშ საქართველოში დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება

მასალების გადაბეჭდვის წესი