ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტები მხარს უჭერენ თორთლაძის კანონპროექტს

28 ოქტომბერი, 2010 • • 1291
საპარლამენტო კომიტეტები მხარს უჭერენ თორთლაძის კანონპროექტს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა „თავისუფალი ქარტიის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. გია თორთლაძის აღნიშნული ინიციატივა კომიტეტმა გუშინ მოისმინა და როგორც პარლამენტის ოფიციალური საიტი წერს, ერთხმად დაუჭირა მხარი.

გუშინვე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის წევრის, გიორგი თორთლაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “თავისუფლების ქარტია”  განიხილეს. კომიტეტებმა კანონპროექტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც დადგენილი წესით შეაგროვებს ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან და აწარმოებს შესაბამის რეესტრს.

გარდა ამისა, შეაგროვებს ინფორმაციას კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების და მოედნების დასახელებების შესახებ, მათი აკრძალვის მიზნით.

პროექტში გაერთიანებულია  გიორგი თორთლაძის მიერ პარლამენტში ადრე ინიცირებული ორი კანონპროექტი: “ლუსტრაციის შესახებ კანონი” და “პატრიოტის აქტი”, რომელთაც  დაემატა  კიდევ ერთი მისივე ინიციატივა საქართველოში საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლიკის კანონით აკრძალვის თაობაზე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი