ახალი ამბები

„აპრილის“ ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პოლიციელი თავს დაესხა

2 დეკემბერი, 2024 •
„აპრილის“ ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პოლიციელი თავს დაესხა

მედია „აპრილის“ ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა.

მედია „აპრილის“ ცნობით, ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ.

გიორგი ბასხაჯაურზე პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები გამოცემა „პუბლიკის“ პირდაპირ ეთერში მოხვდა.

ფოტო: მინდია გაბაძე / პუბლიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი