ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლეონიდ სლუცკი, აქებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროინტეგრაციაზე.
„თბილისი არ შედის მოლაპარაკებებში ევროშანტაჟისტებთან. ქართველებმა არ გაიმეორეს უკრაინელების შეცდომები და არ მისცეს საშუალება, თავიანთი ქვეყნიდან დასავლეთის მარიონეტი აქციონ. ღირსეული და პატივსაცემი წინააღმდეგობაა“, – წერს სლუცკი.