ახალი ამბები

უკრაინაში მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა

26 ნოემბერი, 2024 •
უკრაინაში მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა

გარდაიცვალა სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც 2023 წელს ბახმუტში მძიმედ დაიჭრა.

ლეკიაშვილი საფრანგეთში გადიოდა მკურნალობას, იქამდე კი- უკრაინასა და საქართველოში.

მისი ოჯახის ახლობელი, ია ამირანაშვილი, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა საუბარია, ჯანმრთელობის უეცარ გართულებაზე.

„ სპარტაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. გარდა იმისა, რომ ომში მიღებული ტრავმის შემდეგ მხედველობა დაკარგა, ის სრულად პარალიზებული იყო“, – აცხადებს იგი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი