რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის გამო გადაკეტილია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით. გადაადგილება შეზღუდულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.
მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო გზის ამ მონაკვეთზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატიულ მარშრუტს ავრცელებს:
ავტობუსები – N301, N309, N310, N337 და N345 ბარათაშვილის ხიდიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით გადაინაცვლებენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისკენ, შემდეგ კი მგზავრთა მომსახურებას დადგენილი სქემით განახორციელებენ. აღნიშნული ავტობუსები უკუმიმართულებით მოძრაობისას ისარგებლებენ იმავე გზასავალით, ხოლო პუშკინის ქუჩის დასაწყისთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.
N359 მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით იმოძრავებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისკენ და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით.
განსაზღვრულია კერძო ტრანსპორტის მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტიც. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ თბილისის მერიის ვებ-გვერდზე.
