ახალი ამბები

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

26 ოქტომბერი, 2010 • • 1011
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაიკარგა ცუნამის შედეგად, რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია ინდონეზიაში. მენტავაის კუნძულზე მომხდარი 7.7 ბალიანი მიწისძვრა 20 კმ–ზე გავრცელდა. ცუნამის შედეგად კუნძულის ათი სოფელი განადგურდა. 

ავსტრალიის ოფიციალური პირები ცდილობენ დაუკაბშირდნენ  დაკარგული სერფერების ჯგუფს. დაახლოებით ათი სერფერისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფებოდა იმ მიდამოებში, რომელსაც ცუნამმა გადაურა. ეს ის ადგილია, სადაც მისვლა მხოლოდ ნავებით შეიძლება და რომელიც პოპულარულია სერფერებს შორის.

ჰენდრი დორი სატოკომ, კუნძულის დეპუტატმა მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, ცუნამის შედეგადად 108 ადამიანია დაღუპული, ხოლო 502 ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

ასოშიეთედ პრესის მიერ გავრცლებული ინფორმაციით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეყრდნობა, გარდაცვლილების რაოდენობა 113–ია.

სიტუაციას ართულებს ძლიერი წვიმა, რომელიც ვერტმფრენებს და ნავებს არ აძლევს საშუალებას, კუნძულთან ახლოს მივიდნენ. 

ბიბისი

მასალების გადაბეჭდვის წესი