19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელმაც მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს და გამოკვლევები უტარდება. ამის შესახებ ნეტგაზეთს მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.
ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები უცნობია.
მშრალი შიმშილობისას ადამიანი წყალს არ სვამს, რაც ორგანიზმზე მძიმე კვალს ტოვებს.
ისაკო დევიძეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 8-დღიანი პატიმრობა 20 ნოემბერს შეუფარდეს. მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.