ნეტგაზეთი | “კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით საქართველო 68–ე ადგილზეა “კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით საქართველო 68–ე ადგილზეა – Netgazeti
RU | GE  

“კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით საქართველო 68–ე ადგილზეა

დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ „კორუფციის აღქმის ინდექსი“ (CPI) გამოაქვეყმა, რომლის მიხედვით საქართველომ 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი დაიკავა. 

დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ „კორუფციის აღქმის ინდექსი“ (CPI) გამოაქვეყმა, რომლის მიხედვით საქართველომ 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი დაიკავა. 

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ შიდა პოლიტიკურ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის საზომია. საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო.შარშან, საქართველო ქვეყნებს შორის 66–ე იყო და მისთვის მინიჭებული ქულა იყო 4.1.

ყველაზე კარგი მაჩვენენელი და შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულები მიიღო დანიამ, ახალმა ზელანდიამ,სინგაპურმა,ფინეთმა და შვედეთმა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სომალს, ავღანეთს,ერაყს და უზბეკეთს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს,რუსეთს მიანიჭეს 2.1 ქულა,უკრაინას და აზერბაიჯანს 2.4,სომხეთი 2.6, თურქეთი 4.4.

„კორუფციის აღქმის ინდექსს“  ყოველწლიურად შეიმუშავებს და აქვეყნებს საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი ბერლინში. ინდექსი ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი