ახალი ამბები

წყლის მილის დაზიანების გამო კონსერვატორიის დიდი დარბაზი დაიტბორა

20 ნოემბერი, 2024 •
წყლის მილის დაზიანების გამო კონსერვატორიის დიდი დარბაზი დაიტბორა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, დაიტბორა დიდი დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი. მიზეზი წყლის მილის დაზიანება გახდა.

“ტექნიკური ჯგუფის მიერ მიმდინარეობს დაზიანების ხარისხის დადგენა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება. დღეს დაგეგმილი საოპერო სტუდიის წარმოდგენა “ქეთო და კოტე” გადაიდო. შეძენილი ბილეთები აქტიურია და სპექტაკლის ჩატარების თარიღს გაცნობებთ”, – აცხადებენ კონსერვატორიაში.

აფიშის მიხედვით, მომდევნო სპექტაკლი დაგეგმილია 30 ნოემბერს – ვერდის “ტრავიატა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი