„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მომიტინგეები თსუ-ს პირველ კორპუსთან დარჩებიან, მათ შორის- ღამით.
„მთელი დღე გამოსვლამ და პოლიციის უღირსობაზე რეაქციამ მოიტანა შედეგი – ყველაფრის მიუხედავად ვართ აქ, ვაგრძელებთ ბრძოლას, დღეს ღამეც დავრჩებით და ვიქნებით გამარჯვებამდე. ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული. მოვუფრთხილდებით ყველა მოქალაქეს. არ დავიხევთ უკან. გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა მხოლოდ წინ“, – თქვა მან.