ახალი ამბები

ქრისტიან–დემოკრატების ინიციატივა, გრძელვადიან პაემნებზე

26 ოქტომბერი, 2010 • • 901
ქრისტიან–დემოკრატების ინიციატივა, გრძელვადიან პაემნებზე

ქრისტიან–დემოკრატები აცხადებენ, რომ მიესალმებიან სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივას გრძელვადიანი პაემნებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების შესახებ. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ აუცილებელია აღნიშნული ინიციატივა  კანონმდებლობაში აისახოს.

„ამის აუცილებლობას განაპირობებს დღეს მოქმედი “პატიმრობის შესახებ” კანონი, რომელიც გრძელვადიან პაემნებს არ ითვალისწინებს. მართალია, სამინისტრომ სასჯელაღსრულების სისტემის სამ დაწესებულებაში უკვე დაიწყო საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუმცა ხელისუფლების მერყევი ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება კანონშიც უნდა აისახოს”, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ, პარტიის პატიმართა უფლებების კომისიის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი