ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხალხი ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვს – სოხუმში პროტესტი გრძელდება

15 ნოემბერი, 2024 •
ხალხი ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვს – სოხუმში პროტესტი გრძელდება

აფხაზმა დეპუტატმა, კან კვარჩიამ მოლაპარაკების შუალედური შედეგების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის შემოთავაზებულია მოვლენების განვითარების სამი ვარიანტი.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა ბადრა გუნბას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის საკითხი, ხოლო მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად დაინიშნოს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი.

ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარის, ლაშა აშუბას მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის იდეა გამოთქვა.

დეპუტატის თქმით, არსებობს კიდევ ერთი იდეა – კომპრომისული ფიგურის პოვნა, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი დირექტორი.

მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ტელეგრამ არხის, “Нужная Газета-ს” ინფორმაციით, ხალხი “ასლან ბჟანიას ოფიციალურ გადადგომას ითხოვს და დაშლას არ აპირებს.”


ბჟანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს საინვესტიციო შეთანხმების კანონპროექტის  პარლამენტიდან გატანის შესახებ.

“ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 20 წუთი მისცეს.

გარდა ამისა, მონაწილეები შეიჭრნენ პარლამენტის შენობაშიც.

აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები “ხალხს წინააღმდეგობას არ უწევენ.”

რუსეთთან საივენსტიციო შეთანხმების დე ფაქტო პარლამენტში განხილვის პარალელურად, შეკრებილი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები სოხუმში აქციას აგრძელებენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო შენობის კომპლექსი პროტესტის მონაწილეების მიერ მთლიანად გარშემორტყმულია.

ტელეგრამ არხის, “Нужная Газета-ს” ცნობით, ძალოვანი სტრუქტურები წინააღმდეგობას არ უწევენ პროტესტის მონაწილეებს.

გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა შეანგრიეს ღობეც. პარლამენტის შესასვლელი ღიაა.

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ბჟანიამ დატოვა პარლამენტის შენობა.

ცოტა ხნის წინ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლაპარაკებები პროტესტის მონაწილეებთან, რის შემდეგაც მათ განაცხადეს, რომ გადასცემდნენ დე ფაქტო პრეზიდენტს ხალხის მოთხოვნებს.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ძალოვნებმა გაზი გაუშვეს.

“ასეთი რამ აფხაზეთის თანამედროვე ისტორიაში ჯერ არ მომხდარა” ,– წერს ტელეგრამ არხი “RESPUBLICA”.

მანამდე ადგურ არძინბამ მოუწოდა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერებსა და თავმჯდომარეს, ჩაატარონ სესია და რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცენ ხმა.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წინ შეკრებილებმა შენობის ღობე შეანგრიეს. პროტესტი  მოჰყვა დე ფაქტო პარლამენტში საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით სხდომას, რომელიც ჩაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი