თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

მსვლელობის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“ , რომლის ორგანიზებითაც საპროტესტო მსვლელობა წინა კვირაშიც გაიმართა.

„პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მსვლელობას შეუერთდებიან სტუდენტებიც, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოაწყვეს.