საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისი მზადაა, შუამავლის როლი შეასრულოს ერევანსა და ბაქოს შორის, თუკი მხარეების მხრიდან მსგავსი სურვილი იქნება.
“თუ იქნება ინტერსი, რომ საქართველომ, მაგალითად, შუამავლის როლი შეასრულოს ან უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებათა პროცესში, ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ ამ მზაობის შესახებ. დღესაც არსებობს ეს მზაობა. თუ იქნება შესაბამისი ინტერესი, მზად ვართ შევთავაზოთ დახმარება და მხარდაჭერა ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას”, – თქვა კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.