ნეტგაზეთი | სატყეო სააგენტოს საშეშე ხე-ტყის დამზადების უფლება მიენიჭება. სატყეო სააგენტოს საშეშე ხე-ტყის დამზადების უფლება მიენიჭება. – Netgazeti
RU | GE  

სატყეო სააგენტოს საშეშე ხე-ტყის დამზადების უფლება მიენიჭება.

პაპუნა ხაჩიძემ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვით, სატყეო სააგენტოს საშეშე ხე–ტყის დამზადების უფლება მიენიჭება.

ცვლილებები უნდა შევიდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ” კანონში.

ცვლილებების თანახმად, მოსახლეობისთვის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის პროცედურები მარტივდება და მას სატყეო სააგენტო განახორციელებს. მოქმედი კანონმდებლობით კი, აღნიშნული უფლებამოსილება სააგენტოს არ გააჩნია. ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის და კანონის მიღებას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს.

პაპუნა ხაჩიძის განცხადებით, კანონში ცვლილებების შემდეგ, სააგენტო 11 200 კუბამეტრ ხე-ტყეს ბენეფიციარებს, დევნილებსა და ოკუპირებულ ტერიტორიების მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურიგებს. აქედან თითოელი ოჯახი 2 კუბამეტრი საშეშე მერქნით იქნება უზრუნველყოფილი.

კომიტეტზე სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მეირ წარმოდგენილი კანონპროექტი მოიწონეს, წერს პარლამენტის ოფიციალური საიტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი