ახალი ამბები

უნგრელი ევროპარლამენტარი: არჩევნები საქართველოში თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა

13 ნოემბერი, 2024 •
უნგრელი ევროპარლამენტარი: არჩევნები საქართველოში თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა

უნგრელი ევროპარლამენტარი, ვიქტორ ორბანიის „ფიდესის“ წევრი, ანდრას ლასლო ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა.

„საერთაშორისო დამკვირვებელი ვიყავი. საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ოპოზიციონერმა დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ ენდობიან არჩევნებს.

პატარა პროვოკაციებს და ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ არაფერ ისეთს, რაც სხვაგან არ შეიძლებოდა მომხდარიყო.

საქართველომ არჩევანი გააკეთა. რომც არ მოგვწონდეს, ამ არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. უნდა განვაგრძოთ პარტნიორობა და მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი