ევროპარლამენტარი გიორგიო გორი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეებს არ ჰქონდათ საშუალება, თავისუფლად გამოეხატათ ნება.
„ათასობით ქართველი იდგა ევროკავშირის დროშით ქუჩაში, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. ეს ადასტურებს, რაოდენ ერთგულნი არიან ისინი ევროინტეგრაციისა.
სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩეველს არ ჰქონია უფლება, თავისუფლად გამოეხატა ნება. იყო ბევრი დარღვევა ხმის მიცემისას. ასევე, იყო ფეიკ ნიუსების კამპანია, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა.
ამავე დროს, პრორუსული კანონები, როგორიცა „უცხოური გამჭვირვალობის“, „ბავშვთა დაცვის“ კანონები, აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან.
კანდიდატი ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე პროევროპულია – მოსახლეობის განწყობის მხრივ.
ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, რომ ყველა ზომა გამოვიყენოთ, რათა დავეხმაროთ ამ მისწრაფებებს“, – განაცხადა მან.